none
რა უპირატესობები გამოარჩევს mobineX-ს უცხოური მობილური ოპერატორებისგან

“რა უპირატესობები გამოარჩევს mobineX-ს უცხოური მობილური ოპერატორებისგან”

ზოგადი ინფორმაცია
23.06.2025

თუ სამოგზაუროდ მიდიხარ და როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება გსურს, ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ბაზარზე არაერთი მობილური ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სხვადასხვა ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს. არიან როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები, როგორებიცაა: Airalo, MobiMatter, HolaFly… არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შენც გაგიჩნდა კითხვა - იქნებ, ქართულ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობას, სჯობს, ამ უცხოურ კომპანიებს ენდო. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ mobineX-ის უპირატესობებს ზემოთ ჩამოთვლილ უცხოურ ოპერატორებთან შედარებით. ამ ფაქტორების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

უკეთესი ფასი

უცხოურ მობილურ ოპერატორებთან შედარებით, mobineX-ს უფრო შეღავათიანი ტარიფები აქვს. ჩვენ ვცდილობთ, როუმინგ ინტერნეტ პაკეტები ქართველი აბონენტებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ MB-ების შეძენა ჩვენთან არა დოლარში ან ევროში, არამედ ეროვნულ ვალუტაში - ლარშია შესაძლებელი. საიტზე მუშაობს სპეციალური ფუნქციონალი - AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ღირებულების პაკეტებს სთავაზობს. პერიოდულად გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები და შეღავათები, რაც დამატებით თანხის დაზოგვის შესაძლებლობაა.

დამატებითი სერვისები

mobineX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სერვისების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. იმის გარდა, რომ ჩვენს აბონენტებს წვდომა აქვთ ყველაზე სწრაფ და იაფ ინტერნეტთან, მათ ასევე შეუძლიათ mobineX-ის აპლიკაციით ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზარის მიმღებს საპასუხოდ არ სჭირდება ინტერნეტი. ეს კიდევ ერთი დეტალია, რომელიც mobineX-ს უცხოური მობილური ოპერატორებისგან გამოარჩევს.

სპეციალურად ქართველ აბონენტებზე მორგებული შეთავაზებები

უცხოური ოპერატორებისგან განსხვავებით, mobineX-ი კარგად იცნობს ქართველი აბონენტების საჭიროებებს. სეზონური შეთავაზებების გარდა, გვაქვს მიმდინარე მოვლენების შესაბამისი სპეციალური ფასდაკლებები. mobineX-ი აქტიურად გულშემატკივრობს ეროვნულ ნაკრებს ქართველ ქომაგებთან ერთად. გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები მოგზაურთა კლუბი - CHEAP TRAVEL GEORGIA-ს ჯგუფის წევრებისთვის, Mastercard-ის, LIBERTY-ისა და STUDIO LIBERTY-ის ბარათების მომხმარებლებისთვის. 

ფიზიკური და ვირტუალური SIM ბარათები 

დღესდღეობით მობილური ტელეფონების დაახლოებით 40%-ს კვლავაც არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, eSIM-ის გააქტიურება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი აბონენტები არჩევანში შეზღუდული არ არიან. მათ შეუძლიათ, ინტერნეტი მათთვის სასურველი ფორმით გაიაქტიურონ. იმ შემთხვევაში, თუ მობილურ ტელეფონს არ აქვს ვირტუალური ბარათის მხარდაჭერა, ხელმისაწვდომია ფიზიკური SIM ბარათები.

ინტერნეტის გააქტიურების მარტივი პროცესი

mobineX-ის დახმარებით სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება უფრო სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი, იმ შემთხვევაშიც, თუ ფიზიკური SIM ბარათის შეძენას გადაწყვეტ. ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შეძენა ჩვენი ვებგვერდიდან ან მობილური აპლიკაციის საშუალებით ხდება. ირჩევ სასურველ პაკეტს და MasterCard/VISA ბარათით იხდი შესაბამის ღირებულებას. SIM ბარათის მისაღებად შეგიძლია ისარგებლო საკურიერო მომსახურებით ან ჩვენი მომსახურების წერტილიდან თავად გაიტანო, როგორც თავად მოგიხერხდება.

COINEX სისტემა

სამოგზაურო ინტერნეტი რომ ქართველი აბონენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა, შევიმუშავეთ COINEX სისტემა, ბონუს ქულები, რომლებიც პირად კაბინეტში რეფერალების მოწვევისას გიგროვდება. დაგროვილი ბონუს ქულებით ახალი პაკეტი შეგიძლია შეიძინო. ამგვარად შემდეგ მოგზაურობაში შენც და შენი ახლობლებიც ინტერნეტ პაკეტზე შეღავათებით ისარგებლებთ.

ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი

ჩვენი გუნდი მზად არის 24/7-ზე დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში - ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაკავშირება სწრაფად და მარტივად - სატელეფონო ზარის (ტელ: 0322040050), ელ.ფოსტის ([email protected]), Facebook გვერდის, INSTAGRAM გვერდის, TikTok-ის ან mobineX-ის აპლიკაციის დახმარებით არის შესაძლებელი. 

შეჯამება 

mobineX-ი უცხოურ მობილურ ოპერატორებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით, მრავალფეროვანი სერვისებითა და ქართველ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებით გამოირჩევა. მომხმარებლებს აქვთ არჩევანი ფიზიკურ და ვირტუალურ SIM ბარათებს შორის, ინტერნეტის გააქტიურება კი სწრაფად და მარტივად ხდება როგორც აპლიკაციით, ისე ვებსაიტით. თუ სამოგზაუროდ უცხოეთში მიდიხარ, mobineX-ი ყველაზე სანდო პარტნიორია.