none
სპეციალური ფასდაკლება eConsul-ის სერვისზე mobineX-ის აბონენტებისთვის

“სპეციალური ფასდაკლება eConsul-ის სერვისზე mobineX-ის აბონენტებისთვის”

ზოგადი ინფორმაცია
01.07.2025

თუ mobineX-ის აბონენტი ხარ და დიდ ბრიტანეთში გეგმავ გამგზავრებას, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ შენთვისაა. 


ალბათ, უკვე გაარკვევდი, რომ საქართველოს მოქალაქეს დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ აუცილებლად სჭირდება ვიზა. თუ საბუთებთან მუშაობა გაბნევს და გსტრესავს ან უბრალოდ ბიუროკრატიული პროცედურებისთვის საკმარისი დრო არ გაქვს, ყველა დოკუმენტის შეგროვებასა და მოწესრიგებაში eConsul-ის გუნდი დაგეხმარება.

eConsul-ის სერვისები

eConsul არის პლატფორმა, სადაც ვიზასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტიპის სერვისის მიღებას შეძლებ. გამოცდილი გუნდი დაგეხმარება:


  • სავიზო განაცხადის შევსებაში;

  • დოკუმენტების დამუშავებასა და ორგანიზებაში;

  • შენი საჭიროებების შესაბამისად მოგაწვდის საბუთების დეტალურ ჩამონათვალს;

  • მოგაწვდის გამარტივებულ აპლიკაციის ფორმას;

  • დაგეხმარება VFS თარიღის დანიშვნაში;

  • მიწოდებულ ინფორმაციას გადახედავენ პროფესიონალები და საბოლოო კონსულტაციისას შესაბამის რჩევებს მიიღებ;

  • მთელი პროცესის განმავლობაში, გექნება გუნდის სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.


გაერთიანებული სამეფოს ტურისტული ვიზა ცნობილია, როგორც  სტანდარტული ვიზიტორის ვიზა და მოქმედია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. განაცხადის შევსება ონლაინ, სამთავრობო ვებგვერდზე ხდება, თუმცა ანაბეჭდების  ასაღებად საჭიროა VFS Global-ის სავიზო ცენტრში ადგილზე ვიზიტი. დამატებით ინფორმაციას, თუ რა პროცედურის გავლა მოგიწევს ბრიტანეთის ვიზის ასაღებად eConsul-ის საიტზე ნახავ

ფასდაკლება mobineX-ის აბონენტებს

eConsul ბრიტანეთის ვიზის აღებასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალურად mobineX-ის აბონენტებისთვის 10%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ შენ წინასწარ შეიძენ სასურველ ინტერნეტ პაკეტს ვირტუალური ბარათის ან ფიზიკური SIM-ის სახით, მოგზაურობის განმავლობაში გექნება მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტი და პარალელურად შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებ ვიზისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე. ეს დაგეხმარება ვიზიტორის ვიზა დათქმულ ვადებში აიღო, რადგან განაცხადში ნებისმიერი შეცდომისგან დაზღვეული იქნები და საბუთებიც წესისამებრ მოწესრიგებული გექნება. 


ამასთან, mobineX-ი, მათ, ვისაც eConsul-ის მომსახურებით სარგებლობს 1GB ინტერნეტს და დამატებითი MB-ების შეძენის შემთხვევაში, 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასე რომ, ეს ორმაგად სარგებლიანი შეთავაზებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. 

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტები ბრიტანეთში

mobineX-ი აბონენტებს ლოკალურ და რეგიონალურ ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს. დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გვაქვს შემდეგი შეთავაზებები:


  • 1GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 7 დღე


  • 1GB ინტერნეტი + 10SMS + 10Mins

    • მოქმედების ვადა - 7 დღე


  • 2GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 15 დღე


  • 2GB ინტერნეტი + 20SMS + 20Mins

    • მოქმედების ვადა - 15 დღე


  • 3GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 30 დღე


  • 3GB ინტერნეტი + 30SMS + 30Mins

    • მოქმედების ვადა - 30 დღე


  • 5GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 7 დღე


  • 10GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 15 დღე

  • 15GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 30 დღე


  • 30GB ინტერნეტი 

    • მოქმედების ვადა - 30 დღე


როგორ გავხდე mobineX-ის აბონენტი

იმისთვის, რომ mobineX-ის აბონენტი გახდე, პირველ რიგში, საიტზე ან ჩვენი აპლიკაციით ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარო. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს. ყველაფერი ასე მარტივად არის. 

შეჯამება

თუ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას გეგმავ, mobineX-ისა და eConsul-ის ერთობლივი შეთავაზება შენთვის იდეალურია - მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ვიზის მომსახურებაზე და ამასთან ერთად ისარგებლე მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტით საზღვარგარეთ.