mobineX-ი ცდილობს აბონენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაზე სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გვაქვს შეღავათიანი ტარიფები და სპეციალურად ქართველ აბონენტებზე მორგებული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. mobineX-ის საიტი და აპლიკაცია ისეა მოწყობილი, რომ ნავიგაცია მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ. ინტერნეტის გადახდა, გააქტიურება, MB-ების დამატება სულ რამდენიმე წამში ხდება.
როგორ დავამატოთ MB-ები
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება მარტივია. ამისთვის ფიზიკური SIM ბარათი ან eSIM-ი უნდა შეიძინო. eSIM-ის ინსტალაცია სპეციალური QR კოდის საშუალებით ხდება. პაკეტი აქტიურდება ინსტალაციისთანავე. თუ MB-ები განსაზღვრულ ვადაზე ადრე ამოგეწურა, არ იდარდო. ახალი პაკეტი იგივე QR-ზე შეგიძლია დაამატო. მაგალითისთვის, თუ ევროპის რეგიონალური პაკეტი შეიძინე, მოგვიანებით ლოკალური პაკეტის გააქტიურებას იმავე QR-ის დახმარებით შეძლებ, თუმცა იგივე არ ხდება სხვა რეგიონალურ პაკეტებზე. თუ, აზიის პაკეტის გააქტიურებას მოისურვებ, ახალი QR-ის ინსტალაცია მოგიწევს. ამიტომ, კარგად შეამოწმე ინტერნეტის გააქტიურების პირობები.
როგორ გავააქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი
როუმინგ ინტერნეტის გასააქტიურებლად, პირველ რიგში, საჭიროა mobineX-ის აპლიკაციის გადმოწერა ან საიტზე რეგისტრაცია. შემდეგ აირჩევ ქვეყანას, სადაც აპირებ მოგზაურობას და სასურველ პაკეტს. თუ რამდენიმე ქვეყანაში გეგმავ მოგზაურობას, რეგიონალური პაკეტი უფრო გამოგადგება, ხოლო ერთი დანიშნულების ადგილის შემთხვევაში, ამ კონკრეტული ქვეყნის ლოკალური პაკეტი.
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი
mobineX-ის სერვისი მოიცავს სტანდარტულ და ულიმიტო პაკეტებს. არის ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ტარიფებიც ქვეყნისა და დღეების რაოდენობის შესაბამისად იცვლება. იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.
შეჯამება
mobineX-ი გთავაზობს მარტივ, სწრაფ და მოქნილ გზას, რომ უცხოეთში მოგზაურობისას ყოველთვის ონლაინ იყო. ინტერნეტ პაკეტის შერჩევა და გააქტიურება რამდენიმე წუთში შეგიძლია როგორც აპლიკაციით, ისე ვებსაიტზე. mobineX-ს აქვს როგორც ლოკალური, ისე რეგიონალური შეთავაზებები, მათ შორის ულიმიტო პაკეტები.