mobineX-ის აბონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი ინტერნეტ პაკეტები სხვა პროვაიდერებთან შედარებით, გაცილებით ნელა იხარჯება. ამიტომ, მათ თითქმის არასდროს უწევთ მოგზაურობისას MB-ების დამატება.
თუ ჩვენი AI ასისტენტის რჩევას გაითვალისწინებ და დღეების რაოდენობის მიხედვით, სწორად შეარჩევ შენს საჭიროებებზე მორგებულ შესაბამის ინტერნეტ პაკეტს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ როუმინგ ინტერნეტი დაგეგმილი მოგზაურობის ბოლომდე თავისუფლად გეყოფა. ეს mobineX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ჩვენ მომხმარებლებს ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქტს ვთავაზობთ, რაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლების უკუკავშირი, ამიტომ, მომსახურების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად ვატარებთ გამოკითხვებს. გამოკითხვაში ჩვენი აბონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ mobineX-ის ინტერნეტი სტანდარტულზე ნელა იხარჯება, რაც მათ თავისთავად უიაფებს მოგზაურობის ხარჯებს.
ხშირად, აბონენტების მიზიდვის მიზნით, კონკურენტების ტაქტიკა საკუთარი სერვისების საბაზრო ფასზე შედარებით დაბალი ღირებულების პაკეტების შეთავაზებით შემოიფარგლება. თუმცა, მნიშნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დღევანდელობაში ხარისხიანი სერვისი თავის თავში აერთიანებს საიმედო კომპანიას 24/7-ზე მხარდაჭერის გუნდით, ტექნიკურ გამართულობასა და მოგზაურის საჭიროებებზე მორგებულ საინტერესო შეთავაზებებს, შესაბამისად, მხოლოდ პაკეტების ღირებულებებს შორის უმნიშვნელოდ მცირედ სხვაობას კონკურენტულ უპირატესობებზე ნაკლები გავლენა აქვს.
mobineX-ის მთელი გუნდი ორიენტირებულია არსებული აბონენტების ლოიალობის შენარჩუნებაზე, რაშიც გვეხმარება ტელეკომ ბაზარზე ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ბრენდის მთავარი დაპირება - ჩვენმა მომხმარებლებმა ისარგებლონ უსწრაფესი სამოგზაურო ინტერნეტით ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტის უპირატესობები
mobineX-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ქართული წარმომავლობის კომპანიაა. გვყავს სტაბილური და გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორები. სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლები საინტერესო შეთავაზებებით წავახალისოთ. ვართ სპორტისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების აქტიური გულშემატკივარი. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტით აქტიურად სარგებლობენ ქართველი ქომაგები და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გარშემო.
ამასთან, აბონენტებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი, რომელიც 24/7-ზე მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. mobineX-ის კიდევ ერთი უპირატესობა ჩვენი აპლიკაციის დამატებითი ფუნქციონალია. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა დარეკვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა.
ვრცლად mobineX-ის უპირატესობებზე ჩვენს წინა ბლოგში გიყვებით - რატომ უნდა აირჩიო mobineX - სერვისები რომლებსაც მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ
როგორ გახდე mobineX-ელი
იმისთვის, რომ mobineX-ელი გახდე, მარტივი სარეგისტრაციო პროცესი უნდა გაიარო. ამას საიტის საშუალებით ან აპლიკაციით ონლაინ იზამ. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს - სულ ეს არის. ამის შემდეგ თავისუფლად შეძლებ mobineX-ის შეთავაზებებით სარგებლობას.
შეჯამება
mobineX-ის მთავარი უპირასტესობა სერვისების ხარისხში მდგომარეობს. ხშირად ჩვენი აბონენტები სწორედ იმიტომ ირჩევენ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტს, რომ კომპანიას ენდობიან. mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები სტანდარტულზე უფრო ნელა იხარჯება და მთელი მოგზაურობის განმავლობაში სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით უზრუნველყოფს მომხმარებლებს.
პაკეტები