none
გიორგის ბლოგი ნიუ-იორკიდან

“გიორგის ბლოგი ნიუ-იორკიდან”

ზოგადი ინფორმაცია
22.04.2026

სალამი, მეგობრებო! ბევრი მწერდით - სად გაქრი, ხომ მშვიდობა გაქვსო. ჰოდა, ვისაც გაინტერესებდათ, კარგად ვარ და ყველაფერი რიგზეა. უფრო სწორად, ყველაფერი შესანიშნავად არის. გუშინ ჩამოვფრინდი ნიუ-იორკში. გზაში ვიყავი და ვერ გიპასუხეთ. ახლა კი მოგიყვებით, რა ამბავია და რატომ ვარ შტატებში. 

ჩვენი სტარტაპი Leaders In AI Summit NYC 2026-ზე

Leaders In AI Summit ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა დარგში მომუშავე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს უყრის თავს. შეხვედრის  მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება, მისი როლი კორპორაციების ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორ გამოვიყენოთ AI პროცესების ეფექტურად მართვისთვის, როგორ შევამციროთ ხარჯები, აგენტური AI (Agentic AI) და ავტომატიზაცია. სამიტზე წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Lenovo, JP Morgan Chase, NVIDIA, New York-Presbyterian და ა.შ. თემიდან გამომდინარე, ჩემი და ბრაიანის (ჩემი პარტნიორის) დიდი სურვილი იყო, ჩვენი სტარტაპიც წარგვედგინა დიდი აუდიტორიის წინაშე და ჩვენი AI აგენტი პოტენციური კლიენტებისთვის გაგვეცნო. 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავით, რომ გამოვიდოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ ვარ. 


დღეს სამიტის პირველი დღე იყო. მოგიყვებით, რა მოხდა და რატომ არის ეს შეხვედრა ჩვენი სტარტაპისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. 

დღე - 1

მე და ბრაიანი 12:00-ზე უკვე Marriott Marquis-ში ვიყავით. რეგისტრაცია გავიარეთ, სამიტზე დასასწრებად საშვები ავიღეთ და ლობიში დანარჩენი მონაწილეები გავიცანით. 1-ლი სესია 2:00-ზე იწყებოდა, ასე რომ, საკმაოდ დიდი დრო გვქონდა ყავის დასალევად, წასახემსებლად და ერთმანეთთან გამოსალაპარაკებლად. როგორც ველოდით, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი საბანკო, საფინანსო სექტორის, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ჩვენ მსგავსად, ტექ.სფეროში მომუშავეები იყვნენ, რომელთა მიზანიც სიახლეების მოსმენასთან ერთად საკუთარი პროდუქტის გაყიდვაა. ჩვენც გავაცანით საკუთარი თავი და ჩვენი სტარტაპი. უმეტესად, მე ვლაპარაკობდი, ტექნიკურ დეტალებს კი ბრაიანი უხსნიდა. ჩვენმა ამბავმა ბევრში აღძრა სენტიმენტები. კოლეჯის მეგობრების წამოწყება, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პროექტად იქცა, მსმენელებს გულგრილს არ ტოვებდა. პროექტის მიმართ ინტერესს ჩემი წარმომავლობაც აღძრავდა და მეც დაუღალავად ვუყვებოდი საქართველოზე და ჩვენს პატარა გუნდზე თბილისში. 


სესია - “Sovereign AI in the Age of Agents” იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. მომხსენებელი Lenovo-ს წარმომადგენელი, პიტერ ორბანი იყო, რომელმაც აგენტური AI ხუთი პარადიგმით განიხილა:


  • ვინ ფლობს და აკონტროლებს იმ სერვერებსა და ინფრასტრუქტურას, რომელზეც AI მუშაობს;

  • Token sovereignty - ვინ აკონტროლებს AI-ს მოხმარების ხარჯებს;

  • ვინ ფლობს მონაცემებს, სად ინახება და ვის აქვს წვდომა;

  • ვინ აკონტროლებს იმას, რას წყვეტს AI ავტონომიურად და სად არის ადამიანის ჩარევა საჭირო;

  • ვინ მართავს AI სისტემის ყოველდღიურ ფუნქციონირებას, მონიტორინგს და განახლებებს.


შეხვედრის შემდეგ 40 წუთი შევისვენეთ, განხილული საკითხებზე ვისაუბრეთ. ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი სტარტაპი გაგვეცნო. მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ, მგონი, რამდენიმე პოტენციური კლიენტიც გამოგვიჩნდა. შემდეგ კიდევ ერთ სესიას დავესწარით, ამჯერად განხილვის საგანი აგენტური AI-ისთვის მონაცემების მზაობა იყო, რასაც ჯგუფური სამუშაო მოჰყვა. ეს შანსი მე და ჩემმა პარტნიორმა ხელიდან არ გავუშვით და ჩვენი გუნდის რეპრეზენტატორად აუდიტორიის წინაშე სწორედ მე წარვსდექი. 


საღამო სასტუმროს ბარში დავასრულეთ, სადაც არაფორმალურ გარემოში კიდევ უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი. 

ორიოდ სიტყვა აშშ-ში მოგზაურობაზე

ვინც ჩემს სამოგზაურო ბლოგებს ადევნებთ თვალს, ალბათ, ამჯერადაც ელოდებით რჩევებს, რა გავითვალისწინოთ, აშშ-ში მოგზაურობისას. სამწუხაროდ, ამ ჯერზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. მოგეხსენებათ, მივლინებაში ვარ, ამიტომ ქალაქის დასათვალიერებლად ბევრი დრო არ მაქვს, თუმცა არაუშავს. ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის ნიუ-იორკში. კოლეჯში სწავლისას არაერთხელ ჩამოვსულვარ. ახლა კი სხვა მიზნები მაქვს. 


ამჯერად არც ბინის დაჯავშნა დამჭირდა, რადგან ბრაიანთან ვრჩები. ერთადერთი, რაც ვიყიდე, ფრენის ბილეთები და სამოგზაურო ინტერნეტია. მივლინებაში მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით ვსარგებლობთ. ამჯერადაც, mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტი შევიძინე ამერიკაში სამოგზაუროდ. MB-ებს აქტიურად ვიყენებ, რადგან აქედანაც მიწევს მუშაობა, თუმცა თავისუფლად მყოფნის და არც სიჩქარეს ვუჩივი. გადავწყვიტე, ულიმიტო პაკეტით მესარგებლა. თუ თქვენი კომპანიის თანამშრომლებსაც ხშირად უწევთ საზღვარგარეთ ვიზიტი, გირჩევთ, აუცილებლად გაეცნოთ mobineX-ის სპეციალურ კორპორაციულ შეთავაზებებს. აქ, კომპანიის საჭიროებების მიხედვით, კონკრეტულად თქვენი გუნდის შესაბამის კორპორაციულ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს შემოგთავაზებენ. ააა, და კიდევ ერთი რამ, ჩემი საყვარელი ნაწილია - AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც ნებისმიერ მოგზაურობაში ავტომატურად გთავაზობს შენთვის ყველაზე ოპტიმალურ როუმინგ ინტერნეტ პაკეტებს. 

დროებით

მოკლედ, ამჯერად სულ ეს იყო მეგობრებო. მადლობა, რომ გულშემატკივრობთ ჩვენს წამოწყებას და ჩვენ გვერდში ხართ. დროებით გემშვიდობებით. იმედია, კარგი სიახლეებით დაგიბრუნდებით. გვისურვეთ წარმატებები.