mobineX-ი ცდილობს აბონენტებისთვის სამოგზაურო ინტერნეტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით. ამასთან, პერიოდულად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები ფასდაკლებების სახით. ეს არის შანსი, რომ MB-ები კიდევ უფრო იაფად შეიძინო. გაეცანი ბლოგს და გაიგე რჩევები, როგორ იმოგზაურო ბიუჯეტურად და დაზოგო ხარჯები.
mobineX-ის რეფერალური სისტემა
თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობას გეგმავ, აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ მუშაობს ჩვენი რეფერალური სისტემა. mobineX-ი შენ და შენს მეგობრებს სამოგზაურო ინტერნეტზე სპეციალურ ფასდაკლებას გთავაზობთ.
საიტზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ შენ მიიღებ სპეციალურ პრომო კოდს. შედი პირად კაბინეტში და შეამოწმე ინდივიდუალური რეფერალური კოდი. ამ კოდის მეგობრებთან გაზიარების შემთხვევაში, ორივე მხარე მოგებული დარჩებით. თუკი შენი მეგობარი mobineX-ის საიტზე რეგისტრაციას გაივლის და შენ მიერ გაზიარებულ კოდს მიუთითებს, ნებისმიერ ინტერნეტ პაკეტზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს. იგივე ვრცელდება შენზეც. შინაურების მოწვევისას 15%-იან ფასდაკლებას გაჩუქებთ.
რა არის COINEX?
COINEX-ი mobineX-ის ბონუს ქულებია, რომლებიც პირად კაბინეტში რეფერალების მოწვევისას გიგროვდება. დაგროვილი ბონუს ქულებით ახალი პაკეტი შეგიძლია შეიძინო. ამგვარად შემდეგ მოგზაურობაში შენც და შენი ახლობლებიც ინტერნეტ პაკეტზე შეღავათებით ისარგებლებთ. შეგიძლიათ MB-ები Hotspot-ის საშუალებით სხვა მეგობრებსაც გაუზიაროთ.
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი
mobineX-ი აბონენტებს ყველაზე სწრაფ და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. ჩვენი პაკეტები სპეციალურად მოგზაურებსა და ტურისტებზეა მორგებული. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ან eSIM მობილური ინტერნეტი. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე - ულიმიტო პაკეტებს და ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.
შეჯამება
mobineX-ი შენ და შენს მეგობრებს დაუვიწყარი მოგზაურობის მოსაწყობად სპეციალურ ფასდაკლებას გთავაზობთ. გაუზიარე რეფერალური კოდი ახლობლებს და მიიღე ფასდაკლებები ინტერნეტ პაკეტებზე. რატომ უნდა დაიწყო COINEX-ების შეგროვება? - ამაზე უფრო დაწვრილებით ჩვენს წინა ბლოგში წაიკითხავ. გისურვებთ თავგადასავლებით სავსე, უსაფრთხო მოგზაურობას.